ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირთა საბჭოს სხდომა

24 ოქტომბერი, 2022
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომა მერის მოადგილემ და არსებული საბჭოს თავმჯდომარემ, გოჩა ვარდიაშვილმა წარმართა.
შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმებში გაწერილი აქტივობები და შესასრულებელი სამუშაო განიხილეს.
სხდომაზე, ასევე, 2022 წლის განმავლობაში, საბჭოს შესრულებული სამუშაო და დაგეგმილი ღონისძიებები შეაჯამეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფის ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს განიხილავს.

 

 

გააზიარე