5 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღში ცნობილი შვედური ჯაზბენდი “Here’s To Us” კონცერტს გამართავს.
ჯაზბენდი საკუთარი შემოქმედების ახალ ალბომს „კავკასიონს“ წარმოადგენს, რომელიც ქართული ფოლკლორული მუსიკის საფუძველზე შეიქმნა.
ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას „თემი ქედელი“ და პარაორკესტრი მიიღებს.
დასაწყისი 17:00 საათზე.
დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.