სიღნაღელი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ
ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ორი სპორტსმენი, ცოტნე ბეჟაშვილი და ჯიმი ნანდოშვილი წოლჭიმში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.
შეჯიბრი 2-7 აგვისტოს ქალაქ ბუდაპეშტში (უნგრეთი) EPF-ის ვერსიით სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ სიღნაღელი სპორტსმენები ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს.