ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Signagi ART Festival

29 ივლისი, 2022
 
2022 წლის 21-26 აგვისტოს სიღნაღში ART Festival გაიმართება, რომლის მიზანიც მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.
წელს, საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება, ხოლო კონცეფცია თავისუფალი თემაა.
ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
Signagi ART Festival საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით იმართება.
 
 
გააზიარე