ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Signagi ART Festival

5 აგვისტო, 2022
21-26 აგვისტოს სიღნაღი ART Festival-ს უმასპინძლებს, სადაც უამრავი საინტერესო ამბავი გელოდებათ.
ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.
26 აგვისტოს, Signagi ART Festival-ი დაჯილდოების ცერემონიალით და გალა კონცერტით დაიხურება.
Signagi ART Festival საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით იმართება.
გააზიარე