ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Signagi ART Festival

9 აგვისტო, 2022
ქალაქი სიღნაღი, მისი განსაკუთრებული არქიტექტურით, ხედებითა და ღირსშესანიშნაობებით მხატვრების მუზა არაერთხელ გამხდარა. ქალაქს დღესაც არაერთი ფერმწერი სტუმრობს, ტკბება მისი მშვენიერებით და ამდიდრებს თავის შემოქმედებას. სიღნაღი ისეთი ქალაქია ყველა მხატვარმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ უნდა დახატოს.
იმისათვის, რომ სიღნაღში ეს ტრადიცია კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს, მერიის ფინანსური მხარდაჭერით 21-26 აგვისტოს სიღნაღის ART Festival გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობა პროფესიონალი მხატვრებისთვის და მოქანდაკეებისთვის იქნება შესაძლებელი, რისთვისაც საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე -
26 აგვისტოს, Signagi ART Festival-ი დაჯილდოების ცერემონიალით და გალა კონცერტით დაიხურება.
რეგისტრაცია 14 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულები კი სოლიდურ ფულად ჯილდოს მიიღებენ.
 
გააზიარე