Signagi ART Festival
სიღნაღი სიყვარულის ქალაქიაო...
მაგრამ, მისი ისტორია ხელოვნების, შემოქმედებითი კერისა თუ თეატრის მოყვარული ხალხის შესახებ უფრო მეტს ყვება.
ამ ისტორიის გასაცოცხლებლად, სიღნაღში მხატვრების დასაბრუნებლად/მომავალი მხატვრების აღმოსაჩენად და შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისად, ქალაქი 21-26 აგვისტოს
SIGNAGI Art Festival-ს უმასპინძლებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, მითითებული ფორმის შევსება, 16 აგვისტომდე:
ფესტივალი, შემოქმედებითად დატვირთული იქნება და ყოველ საღამოს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას, დააგემოვნონ კახური ღვინო და დღის განმავლობაში დაესწრონ პლენერს.
დაჯილდოების ცერემონიალი 26 აგვისტოს გაიმართება, რომელსაც გალა კონცერტი დაასრულებს.
© ნახატი - ელენე ახვლედიანი