სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში ქედელის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე მოინახულა.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 3 887 972 ლარია და 4100 მეტრის მანძილზე სანიაღვრის და გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.