სიღნაღი - ქვ.მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
საპილოტე რეგიონებში, ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სიღნაღი-ქვ.მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ღირებულება 3 940 000 ლარია და 4100 მეტრის მანძილზე სანიაღვრის და გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
მოუწყობელი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს უშლის როგორც სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მოსახლეობის წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. ზემოაღნიშნული გზა წლების განმავლობაში ამორტიზებულია და შეუძლებელია სარგებლობა.
პროექტის განხორციელებას სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ტერიტორიას მიმზიდველს გახდის ინვესტიციების განხორციელების კუთხით, ადგილობრივ მოსახლეობას წარმოებული პროდუქციის გასაღების გაიოლების გზით, ხელს შეუწყობს განავითარონ მცირე ბიზნესი, მოახდინონ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია. გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა, განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი, გაზრდის მუნიციპალიტეტის შემოსავლებს.
#ინტეგრირებულიგანვითარებისპროგრამა
#ევროკავშირიდასიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია
#სიღნაღიქვემომაჩხაანისდამაკავშირებელიგზა