ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღი-ქვ.მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

13 სექტემბერი, 2022
სიღნაღი-ქვ.მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე მოინახულა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 888 220 ლარია და 4100 მ. მანძილზე სანიაღვრე არხისა და გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელებას სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოუწყობელი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს უშლიდა, როგორც სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას.
ზემოაღნიშნული გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას, ასევე, ტერიტორიას მიმზიდველს გახდის ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

 

გააზიარე