სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა ,,იაპონიის ატომური დაბომბვა’’ გაიხსნა.
ღონისძიებას იაპონელ სტუმრებთან და დამთვალიერებლებთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი დაესწრო.
ფოტოგამოფენას მუზეუმი მიმდინარე წლის 2 მაისამდე უმასპინძლებს.