ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში თანამედროვე ებრაელ მხატვართა გამოფენა გაიხსნა

3 ოქტომბერი, 2022

სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, თანამედროვე ებრაელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა „ახალი ბარბიზონი“ გაიხსნა. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი, ლელა წიწუაშვილი, ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი, რუსუდან ბუაჩიძე და წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს აღნიშნული გამოფენის იდეასა და მნიშვნელობაზე.

ურბანული პლენერი და სოციალური ცხოვრების აღწერა „ახალი ბარბიზონის“ არტისტების მთავარი მახასიათებელია. ამიტომ გამოფენისთვის საქართველოს ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპოზიციის მიზანიც ესაა – საქართველოსა და ქართველ ვიზიტორებს გააცნოს ისრაელის გამორჩეული და უნიკალური თანამედროვე კულტურა. გამოფენა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 2 თვის განმავლობაში დარჩება. 

 

გააზიარე