ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

4 ივნისი, 2021

ქალაქ სიღნაღში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც ძალზედ ნიშვნელობანი და საინტერესო გამოფენები, კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება.

სიღნაღის მუზეუმი 1947 წელს დაარსდა, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია 1950 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი.

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მსოფლიო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

დღესდღეობით, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში არის როგორც არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მუდმივმოქმედი დარბაზები, ასევე სახვითი ხელოვნების გალერეა. სახვითი ხელოვნების გალერეაში შედის ნიკო ფიროსმანის მუდმივმოქმედი დარბაზი, სადაც ავტორის ცამეტი ორიგინალი ნამუშევარია წარმოდგენილი.

მუდმივმოქმედ გამოფენებთან ერთად მუზეუმს აქვს ორი სივრცე, რომელიც განკუთვნილია დროებითი გამოფენებისთვის, სადაც იმართება, როგორც ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციების, სხვადახვა თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების, აგრეთვე, საერთაშორისო დონის გამოფენები. მათ შორის აღსანიშნავია, პიკასო და იაპონური თოჯინების გამოფენა.

აღნიშნულ სივრცეში ამჟამად იაპონელი მხატვრის - ტაკესიდე ჰარადეს ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენა 18 ივნისს დაიხურება.

მუზეუმში მოქმედებს საექსკურსიო სერვისი (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). ვიზიტორებისთვის შესაძლებელია ონლაინ ჯავშნის გაკეთებაც.

დამთვალიერებლებს მუზეუმის ტერასიდან შეუძლიათ კავკასიონის და ალაზნის ველის ხედებით დატკბნენ.

შენობაში ფუნქციონირებს სუვერნირების მაღაზია, სადაც მრავალი საინტერესო ნივთია წარმოდგენილი.

სამუშაო დღეები და საათები: სამშაბათი-კვირა, 10:00-დან 18:00 საათამდე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.

ბილეთის ღირებულება:

ზრდასრული 7 ლ

სტუდენტი 0.5ლ

სკოლის მოსწავლე 0.5ლ

პენსიონერი 0.5ლ

მისამართი: ქალაქი სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი #8

#იმოგზაურეთსიღნაღში

#ეწვიეთსიღნაღისმუზეუმს

 

გააზიარე