ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

16 ნოემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო.
საკითხთან დაკავშირებით მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში საჯარო რეესტრის წამომადგენელს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებს, ხოლო შემდგომ სახნავ-სათესი მიწების რეგისტრაციას შეძლებენ.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს.

 

გააზიარე