სიღნაღის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების მართვაში ჩართული პირებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ავტორიზაციის პროცესის თემაზე მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების მართვაში ჩართული პირებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს.
შეხვედრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის - "მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელების" ფარგლებში ახორციელებს.
ტრენინგს ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან.