ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის საკრებულოს წევრების წლიური ანგარიში

13 ოქტომბერი, 2022
   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის შესაბამისად ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ.
   ქალაქ სიღნაღის მაჟორიტარი წევრი ცოტნე ბეჟაშვილი, სოფელ ნუკრიანის მაჟორიტარი წევრი ნინო ბახტურიძე და ვაქირის მაჟორიტარი წევრი ნანა ნანობაშვილი საკუთარ ამომრჩეველს შეხვდნენ და 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წ 1 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
   შეხვედრას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ივანე მირიანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
   საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს იმ საჭიროებებზე , რომელიც მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.
   ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრების გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.

 

 

გააზიარე