სიღნაღის საკრებულოს წევრების წლიური ანგარიში
საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან ანგარიშებით წარდგენა გრძელდება.
მაჟორიტარმა წევრებმა გოჩა შანშაშვილმა, მიხეილ კუტიბაშვილმა და ვლადიმერ სიმონიშვილმა საკუთარ ამომრჩეველს 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
ანგარიშის მოსმენის სხდომა ქალაქ წნორში, სოფელ მაჩხაანსა და ტიბაანში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია პავლიაშვილმა , ხოლო სოფელ ანაგაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ივანე მირიანაშვილმა წარმართა.
ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრების საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.