ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პირველი თეატრალური ფესტივალი

11 May, 2023
2023 წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით ქალაქ სიღნაღში გაიმართება სიღნაღის სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პირველი თეატრალური ფესტივალი.
ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია. მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში.
გარდა საკონკურსო პროგრამისა, ამ ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაიმართება: მასტერკლასები, ვორქშოფები და საჯარო ლექციები, რომელსაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან.

#სიღნაღის თეატრალური ფესტივალი

გააზიარე