ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის თეატრის 148 სეზონის დახურვა

26 ივლისი, 2022

28-29 ივლისს, სიღნაღის თეატრის 148-ე სეზონი გურამ ბათიაშვილის ,,მოხეტიალე დასის“ ჩვენებით დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი 2016 წელს კანადის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სამგზის პრიზიორი გახდა.

სპექტაკლზე დასწრება მსურველთათვის უფასო იქნება.

მისამართი: სიღნაღი, აღმაშენებლის მოედანი N4.

დასაწყისი 18 საათი. 

 

გააზიარე