სიღნაღის თეატრში პირველმა ქართულმა საერთაშორისო დიასპორულმა თეატრმა სპექტაკლი გამართა
15 აგვისტოს, სიღნაღის თეატრში პირველმა ქართულმა საერთაშორისო დიასპორულმა თეატრმა "დაბრუნება" სპექტაკლი HELLADOS გამართა.
ღონისძიება პროექტით "საზღვრებს მიღმა" განხორციელდა, რომელმაც მსოფლიოს ქვეყნებიდან ახალგაზრდა ემიგრანტები, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ისტორიული ჰერეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ადამიანები გააერთიანა.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ჯანიკაშვილთან და მოადგილესთან გოჩა ვარდიაშვილთან ერთად ესწრებოდა.
მერმა სპექტაკლის დასასრულს შეკრებილ საზოგადოებას, თეატრალურ დასს მადლობა გადაუხადა სასიამოვნო საღამოსთვის და სამომავლო პროექტებში მხარდაჭერა აღუთქვა.