სიღნაღში ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა
ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მერთან გიორგი გოგილაშვილთან და მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს.
ახალგაზრდობის სააგენტოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, სიღნაღში მცირე ახალაგზრდული სივრცე გაიხსნა, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.
შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა.
მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვა, რომელზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. სტრატეგიის დოკუმენტი განხილვის ეტაპზეა.