სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ორი ჭაბურღილი, სამი საქლორატორო და ახალი რეზერვუარი მოეწყო. ასევე, სიღნაღში - ბარათაშვილის, სარაჯიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანის, მოსულიშვილის, მოსაშვილის, ერეკლე II - ქუჩებზე და „ორმილას“ დასახლებაში წყალსადენი ქსელი შეიცვალა, ქალაქში ოცდაორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გამრიცხველიანდა.
სიღნაღის მოსახლეობა წყლის გაუმჯობესებულ სერვისს უახლოეს პერიოდში მიიღებს.
წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 1 300 000 ლარი დაიხარჯება.
#გაუმჯობესებულიწყალმომარაგებასიღნაღში