ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში ფიროსმანის ბიუსტი გაიხსნა

8 ოქტომბერი, 2022
ბიუსტი პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, ქანდაკების ავტორის გიორგი წულაძის შვილთან, ერეკლე წულაძესთან ერთად გახსნეს.
ფიროსმანის ბიუსტი სიღნაღის ბულვარს დაამშვენებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს ეს შესანიშნავი ბიუსტი ავტორმა გიორგი წულაძემ საჩუქრად გადასცა.
თვითმმართველობა მადლობას უხდის ავტორს და მის ოჯახს ასეთი შესანიშნავი საჩუქრისთვის.

 

 

გააზიარე