სიღნაღში შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება
26 ივნისს საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, წოლჭიმში სიღნაღელი მსოფლიო ჩემპიონის, შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი და საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
შეჯიბრი ყველა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში IPF-ის საერთაშორისო წესებით ჩატარდება.
ტურნირი ქალაქ სიღნაღში თეატრის შენობაში 12:00 საათზე დაიწყება.