სილამაზის ფესტივალი - კონკურსი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტ "მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის" ფარგლებში, სილამაზის ფესტივალი-კონკურსი ჩატარდა. მისი მიზანი ნიჭიერი და ლამაზი ახალგაზრდების აღმოჩენა იყო, რომლებიც შემდგომში საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით წარადგნენ.
საღამოს მუსიკალურად ცნობილი ქართველი მომღერლები, ვერიკო ტურაშვილი და მარკუს მეტრეველი აფორმებდნენ.
ღონისძიებას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწებოდნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა კონკურსის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში განხორციელებული აქტივობისთვის და კონკურსის მონაწილეებს სამომავლო წარმატება უსურვა.