ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სკოლის მშენებლობა სოფელ მაშნაარში

23 April, 2021

სოფელ მაშნაარის სკოლის სარეაბილიტაცო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ერთსართულიანი ნაგებობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება და 90 ბავშვზეა გათვლილი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო სპორტული მოედნის მოწყობა, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ასევე, დასრულდა ტერიტორიის შემოღობვა და ეზოს გამწვანება.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მაშნაარის გარდა სოფელ ძველი ანაგის სკოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

სოფელ მაშნაარის სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. 

#სიღნაღისმერია
#სოფელიმაშნაარი

 

 

გააზიარე