სოციალური სამსახურის ანგარიში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურში 2021 წლის პირველი იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში სულ 3022 განცხადება შემოვიდა, ხოლო, შესაბამისი დახმარება 2895 მოქალაქეს გაეწია.
კერძოდ:
ავადმყოფთა სოციალური დაცვა (725 ბენეფიციარი) - 290000 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (19 ბენეფიციარი) - 2050 ლარი;
შშმ პირთა სოციალური დაცვა (504 ბენეფიციარი) - 99870 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (120 ბენეფიციარი) - 13300 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოც. დახმარება (1389 ბენეფიციარი) - 178550 ლარი;
ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარება (57 ბენეფიციარი) - 9050 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (40 ბენეფიციარი) - 4850 ლარი;
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მოყენებული ზარალისათვის ოჯახების დახმარება (23 ბენეფიციარი) - 44100 ლარი;
მრავალშვილიანი ოჯახების და ობოლი სტუდენტების დახმარება (15 ბენეფიციარი) - 16312.50 ლარი;
ვეტერანთა სარიტუალო მომსახურეობა (3 ბენეფიციარი) - 750 ლარი.