ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ანაგაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

3 May, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ე.წ. „ბაიდარაანთ“ უბანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, 498 მეტრის მანძილზე ორფენოვატი ასფალტის საფარი და სანიაღვრე მოეწყობა.

ამ დროისთვის მოასფალტებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 243 102 ლარი დაიხარჯება.

განახლებული გზით სოფლის მოსახლეობა სექტემბრიდან ისარგებლებს.

 

 

გააზიარე