ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ბოდბეში გზების რეაბილიტაცია

24 April, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბოდბეში გზების მშენებლობის სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
ამ ეტაპზე ე.წ. „რიყისა“ და „ პოლიკაანთ“ უბნებში მიწის ვაკისის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
ორივე გზის სიგრძე ჯამში 2 კილომეტრსა და 264 მეტრს შეადგენს.
პროექტი აღნიშნულ მანძილზე, აგრეთვე, ჩიხებსა და ეზოების შესასვლელებთან ორფენოვანი ასფალტის საფარის დაგებას და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

გააზიარე