სოფელ ბოდბეში საუბნო გზების რეაბილიტაცია
სოფელ ბოდბეში, ე.წ. "რიყის" და "ოთარაანთ" უბანში ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ უბანში ასფალტის საფარი არასდროს დაგებულა.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომელზეც 1 729 611 ლარი იხარჯება და ჩიხების მოასფალტებას, ასევე, სანიაღვრის მოწყობასაც ითვალისწინებს.