სოფელ ბოდბეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
სოფელ ბოდბეში შიდა საუბნო-ოთარაანთ“ და „რიყის“ გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაღანაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
ე.წ. „ოთარაანთ უბანში“ ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.
გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 1 645 026 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული სამუშაოები, სოფლის ორ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.