სოფელ ბოდბისხევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია სრულდება.
ამ დროისთვის გზის საფარი დაიგო და სანიაღვრის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 887 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარი არ დაგებულა, რაც გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა.
ახალი გზით სარგებლობას მოსახლეობა წლის ბოლომდე შეძლებს.