ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ილიაწმინდის გზების რეაბილიტაცია

18 April, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ილიაწმინდის ორ უბანში მიმდინარე შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ადგილზე მოინახულა.
ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე უბანში, პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყობა.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 1.5 კმ გზის დაგებას ითვალისწინებს.

 

გააზიარე