ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ილიაწმინდის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია

2 ოქტომბერი, 2024

ილიაწმინდის ორ უბანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა.

ამ ეტაპზე დაგებულია ორი ფენა ასფალტი, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის და ჭიშკრამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის მოწყობა.

სამუშაოს მიმდინარეობას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 1 558 000 ლარია და ჯამში 1.5 კმ გზის დაგებას ითვალისწინებს.

 

გააზიარე