სოფელ ჯუგაანში „დოლაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ ჯუგაანში „დოლაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ორი ფენა ასფალტი, გაკეთდა სანიაღვრე არხი, დაიხაზა გზა და მასზე საგზაო ნიშნები განთავსდა.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.