ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

1 სექტემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
ამ ეტაპზე, შენობის პირველი სართული დასრულებულია, მიმდინარეობს მეორე სართულის მშენებლობა.
პროექტის დამთავრების შემდეგ, ბოდბეს 75 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.
სამშენებლო სამუშაოები საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
გააზიარე