ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ქვემო მაჩხაანში თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა გაიხსნა

15 სექტემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის 90-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების ახლად აშენებულ სკოლაში შეძლებს სწავლას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა მიიღეს.
      „კახეთის რეგიონს კიდევ ერთი, ახლად აშენებული საჯარო სკოლა შეემატა.
      დღეს, სწავლის დაწყება კახეთში, სოფელ ქვემო მაჩხაანში ამ ულამაზესი, განსაკუთრებული არქიტექტურის ახალი სკოლის გახსნით აღვნიშნეთ.
      თანამედროვე სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე, ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალ, კომფორტულ გარემოში სასწავლო წლის დაწყებას.
      განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, პრემიერის ინიციატივით დაგეგმილია მასშტაბური პროექტი, რაც გულისხმობს ქვეყნაში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაციას," - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
      „მოხარული ვარ, რომ ქვემო მაჩხაანში, ახალი სკოლა საზეიმო ვითარებაში გავხსენით. ვულოცავ სკოლის მოსწავლეებს მშობლებს, პედაგოგებს. ვფიქრობ, რომ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის საჯარო სკოლების კეთილმოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვემო მაჩხაანი გამორჩეულია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და სკოლის ახალი შენობის არქიტექტურა სოფელს მეტ მიმზიდველობას შესძენს. ყველას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ,“ - აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.
 
გააზიარე