სოფელ მაღაროს ახალი სპორტული დარბაზი
სოფელ მაღაროში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით ხორციელდება.
რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენობა თანამედროვე ტიპის დარბაზით, გასახდელებით და საშხაპეებით აღიჭურვება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ მაღაროს, არამედ მეზობელი სოფლის მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.