ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ მაღაროში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

2 May, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის შენობის კარკასის მშენებლობა დასრულდა და შიდა სარემონტო სამუშაოები გრძელდება.

225 კვ.მეტრის ფართობზე სპორტული კომბინირებული დარბაზი, სატრენაჟორო სივრცე, საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახები მოეწყობა.

პროექტის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 391 258 ლარი დაიხარჯება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ მაღაროს, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს. 

 

გააზიარე