ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ მაღაროში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

17 ოქტომბერი, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

სოფელ მაღაროში გოდერძიშვილის ქუჩისა და რკინიგზის უბნის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები ჯამში 1486 მ სიგრძის გზაზე მიმდინარეობს, რომელიც ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს მიმდებარე ჩიხებისა და ეზოების შესასვლელების რეაბილიტაციას.

გზების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 918991 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული სამუშაოები, სოფლის ორ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

 

გააზიარე