ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ნუკრიანში საუბნო გზის რეაბილიტაცია

1 ოქტომბერი, 2024

სოფელ ნუკრიანში ,,ტოღნოღაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მოწყობილია ღია სანიაღვრე სისტემა და 650 მეტრ სიგრძეზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია.

სამუშაოს მიმდინარეობას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი ადგილზე გაეცნენ.

გზის რეაბილიტაცია მთის ფონდით ფინანსდება და მასზე 937 774 ლარი იხარჯება, ჯამში ერთი კილომერტი სიგრძის გზა მოეწყობა. 

 

გააზიარე