სოფელ საქობოში ახალი ღია სპორტული მოედანი გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ახალი ღია სპორტული მოედანი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთში ამხანაგური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საჯარო მოხელეებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ სათამაშო მოედნის მოწყობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 101 111 ლარი დაიხარჯა.