სოფელ ტიბაანში გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.
რეაბილიტირდება: ეკა ბეჟანიშვილის, ქიზიყის, პრასიანის, ნიკო ფიროსმანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩები.
3 კილომეტრიანი სიგრძის საპროექტო მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, რომელიც ასევე ითვალისწინებს შესახვევებისა და ჩიხების რეაბილიტაციას .
მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდით ხორციელდება და ღირებულება 2810000 ლარს შეადგენს.