სოფელ ტიბაანში საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში 100 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება.
ამ დროისთვის შენობის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, ასევე განხორციელდება საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.