ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ტიბაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია

21 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სოფელ ტიბაანში შიდა საუბნო - საბავშვო ბაღთან და ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 85 774 ლარი დაიხარჯება.
განახლებული გზით სამასი ბენეფიციარი ისარგებლებს.

 

 

გააზიარე