ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ვაქირს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად გამართული გზა შეემატება

17 აგვისტო, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად გამართული გზა შეემატება.
სულ მალე, ე.წ. „კოპალას“ გზაზე ( 528 მეტრი) ბეტონის საფარის დაგება დასრულდება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 267 706 ლარი დაიხარჯა.
 
გააზიარე