სოფელ ძველი ანაგაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება.
შენობის კონსტრუქციის მშენებლობა და სახურავის გადახურვა უკვე დასრულდა. ამ დროისთვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის დამთავრების შემდეგ, ძველი ანაგას 75 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.
სამშენებლო სამუშაოები საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.