სოფელ ძველი ანაგის ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა
სოფელ ძველი ანაგის ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც მოწვეულ სტუმრებს ცნობილი ქართველი პოეტების შემოქმედებიდან საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები, ასევე, მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ადგილობრივი პოეტი ციალა შავლიაშვილი, რომელმაც საკუთარი ლექსები წაიკითხა.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ა.(ა)ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორი ნათელა ნადიკაშვილი, მისი მოადგილე თეონა ბახტურიძე და მერის წარმომადგენელი ზურაბ ბეგიაშვილი ესწრებოდა.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.