ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ძველი ანაგის სკოლის რეაბილიტაცია

12 აგვისტო, 2021

2020 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში დაწყებული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ახალი სასწავლო წლისთვის, სოფელ ძველი ანაგის მოსწავლეებს და პედაგოგებს სრულიად თანამედროვე ტიპის შენობა დახვდებათ, სადაც დაცული იქნება ყველანაირი უსაფრთხოების ნორმები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, სადაც გაკეთდება სპორტული მოედანი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა, სველი წერტილების ჩათვლით, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მას ექნება ლიფტი, რომლიც სამივე სართულს მოემსახურება.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე 2 957 922 ლარი დაიხარჯა.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

#სოფელიძველიანაგა

#ახალისკოლა

 

გააზიარე