სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი, მერის მოადგილეები დავით დურგლიშვილი და გოჩა ვარდიაშვილი, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტული წინადადებები მოისმინეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
2024 წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად, საერთო გადაწყვეტილებების განხორციელებას ისახავს.